ლიკანში ხანძრის კერა გაჩნდა

29 აგვისტო 2017, 00:00 1873 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტა ხნის წინ ხანძრის მცირე კერა გაჩნდა ლიკანში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე ხანძარი დაფიქსირდა. ყველაზე მასშტაბური ბორჯომში იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით  ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული.  ასევე  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ლოკალიზაცია -სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ბორჯომიდან ცოცხალი ძალა და ტექნიკა, აბასთუმანში გადაიყვანეს.

  

ამავე კატეგორიაში