აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

01 სექტემბერი 2017, 00:00 3509 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს,  ზურაბ პატარაძეს რამდენიმე წუთის წინ მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ის წინასარჩეენო კამპანიაში ჩაეთვება და  “ქართული ოცნება”  ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება.
ლაშა კომახიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის 18 ივლისიდან მუშაობს. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო, სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე „საზღვაო ბანკის“ საინვესტიციო განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ კი აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.
რაც შეეხება ბათუმის მოქმედ მერს, გიორგი  ერმაკოვი აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არჩევნებში გამარჯვება 4 წლის წინ მეორე ტურში მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში