უკრაინის პოლიცია კიევის ყოფილ მერს ეძებს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2180 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ყოფილ მერ ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა უკრაინის სასამართლომ 26 ივლისს გასცა.  პროკურატურის ცნობით, კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯერ კიდევ 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

ჩერნოვეცკის გამოძიება არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი ამბობს, რომ მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა. 

ამავე კატეგორიაში