როგორ დავიცვათ თავი აზიური ფაროსანასგან

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2395 ნახვა

სასურველია მოქალაქეებმა საცხოვრებლიდან გაიტანონ მცენარეები, დალუქონ ყველა ბზარი და გამოიყენონ კარის ბადეები. ასეთია აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია.  მათი თქმით ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.

აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძნობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.

ამავე კატეგორიაში