პრეზიდენტის გამოსვლა ნატო -ს თავდაცვის კოლეჯში

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2330 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან. გიორგი მარგველაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე, გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსული ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს რეგიონში არასტაბილური გარემოს შენარჩუნებას. საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამავე კატეგორიაში