მმართველი გუნდის წაგებული მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

22 ოქტომბერი 2017, 00:00 4180 ნახვა

12 საათის მონაცემებით, ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული დათვლილი ბიულეტენების შედეგებით,  "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი, 3 მაჟორიტარული ოლქი ხულოში წააგო. ხულოში  "ნაციონალური მოძრაობის" ორი კანდიდატი შევა საკრებულოში. ერთი კი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი. 

შუახევში მმართველმა გუნდმა, მხოლოდ ერთი ოლქი წააგო პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ შუახევში "ოცნების" კანდიდატმა ვერც პარტია "საქართველოს" კანდიდატს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გავიდა.   

მმართველმა გუნდის კანდიდატები დაამარცხეს ქობულეთში მაჟორიტარებმა "ნაციონალური მოძრაობიდან".  

ამ დროისთვის ოლქების დიდი ნაწილი დათვლილია, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია რაიონებში რამდენიმე სამაჟორიტარო ოლქის ბედი. 

ამავე კატეგორიაში