ენმ-ს ხულოს ორგანიზაცია ხულოს ყოფილი გამგებლის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს.

25 ოქტომბერი 2017, 00:00 4442 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს ორგანიზაცია ხულოს ყოფილი გამგებლის პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვს.  ირაკლი ჯორბენაძე ბესიკ ბაუჩაძის ოთხწლიან მუშაობას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდა. ბრალდებას ბაუჩაძე უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს. ხულოს ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნების” პარტიული სიის მეორე ნომერია, პირველი კი მისი მოადგილე თამაზ აბაშიძეა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში