"ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა’’- მეუფე დიმიტრი

25 ოქტომბერი 2017, 00:00 5149 ნახვა

ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მეუფე დიმიტრიმ სიძის, სოსო ოხანაშვილის შესახებაც ისაუბრა. 

"ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა. ის არის ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშობაზე ადამიანებთან მიმართებაში, ეს მღვდელმთავარი იყო თუ სასულიერო პირები, სახალხოდაც. მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, სოსო ოხანაშვილი  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს. ‘’რამდენჯერმე ვესაუბრე და უფრო ეს იყო ჩემი მხრიდან, რომ მას გამოეჩინა უფრო მეტი გონიერება, რაზეც მეუბნება, რომ არაფერ კავშირში არ ვარ, არანაირი კავშირი არც ერთ ჟურნალისტთან არ მაქვსო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. 

კიდევ ერთი თემა, რაზეც მეუფემ ისაუბრა პატრიარქის ანდერძს უკავშირდება. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს მეუფე დიმიტრი აბსურდულს და სასაცილოს უწოდებს. მისი თქმით, არანაირი ქამარი და გასაღები არ არსებობს, რომელზე წვდომაც მხოლოდ სოსო ოხანაშვილს აქვს.’’ ეს ყველაფერი უცნაურია, ასეთი რამ მე ზღაპრებში წამიკითხავს, ეს იმდენად სასაცილო რამეა და მოგონილი თემაა’’ .

მეუფეს განმარტებით, ანდერძი უბრალოდ პატრიარქის ერთი ხმაა, რეალურად კი გადაწყვეტილებას მოსაყდრის მიერ მოწვეული კრება იღებს. 

ამავე კატეგორიაში