საბავშვო ბაღები ეზოების გარეშე

26 ოქტომბერი 2017, 00:00 2794 ნახვა

საბავშვო ბაღები ბათუმში, რომლებიც ეზოების გარეშეა. ასეთი ზღვისპირა ქალაქში სულ ორი ობიექტია. ორივე საცხოვრებელ კორპუსშია  განთავსებული, სადაც პატარები ყოველდღიურად  თითქმის 8 საათს ატარებენ. ისინი აღმზრდელებს სასეირნოდ საბავშვო ბაღების მიმდებარედ სკვერებში გაჰყავთ. სკოლამდელ დაწესებულებებში გამოსავალი სწორედ ამ ფორმით იპოვეს.

 #1 და #2 ბაღში  9 ასაკობრივი ჯგუფი და 58 თანამშრომელია.  ბაღების გაერთიანებაში არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა ორივე სკოლამდელი დაწესებულება გაერთიანდეს  და ახლა მისამართზე გადავიდეს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში