ზაზა ხალვაშის ფილმი  ტოკიოს კინოფესტივალის ნომინანტია

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3841 ნახვა

ნამე”-ზაზა ხალვაშის ფილმი, ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმი ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. სცენარის მიხედვით მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. 

რეჟისორი ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა, ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობენ. სცენარის მიხედვით, გოგონა ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული. ფილმში ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობებიც მონაწილეობენ. “ნამედ”- რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი უკვე ტოკიოში არიან. ზაზა ხალვაშს  ჩვენ სკაიპის საშუალებით დავუკავშირდით.  

ამავე კატეგორიაში