''ჭკვიანი კამერები'' ხულოში

09 ნოემბერი 2017, 00:00 2464 ნახვა

ხულოს გამგეობამ  სამი  ე.წ. „ჭკვიანი კამერა“  შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  10 ათას 785 ლარი გამოყო.  ვიდეო თვალის შესაძენად  და  დასამონტაჟებლად  გამარტივებული წესით ხელშეკრულება შპს „დელტა კონსალტინგთან” გააფორმა.  

კამერები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე განთავსდება, თუმცა ზუსტ ლოკაციებს, გამგეობის ინფორმაციით შსს-ს ანალიტიკური ცენტრი განსაზღვრავს. 

ამავე კატეგორიაში