თბილისში აფეთქებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, ინფორმაციას რუსთავი ორი ავრცელებს

22 ნოემბერი 2017, 00:00 4136 ნახვა

თბილისში აფეთქებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. უკვე 12 საათია, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს, ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.  

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ამ დროისთვის ტერიტორიაზე რა ხდება ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტილია და  ჟურნალისტები ვერ შედიან სპეცოპერაციის ადგილზე. 

გავრცელდა ინფორმაცია დაჭრილის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება. 

სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამავე კატეგორიაში