დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

22 ნოემბერი 2017, 00:00 3311 ნახვა

ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი სპეცრაზმელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას კლინიკის ექიმი ავრცელებს. 

მედიკოსების განმარტებით, მედიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა სპეცრაზმელის გარდაცვალების შესახებ. 

"პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა შემთხვევის ადგილიდან.  მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, - განაცხადა ექიმმა.

ამავე კატეგორიაში