საქართველოს რკინიგზის განცხადება

24 ივნისი 2016, 00:00 4933 ნახვა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორსართულიანი მატარებლები, რომელიც საქართველოში ივლისის ბოლოდან იმოძრავებს, გვირაბებში არ გაეტევა, საქართველოს რკინიგზა სპეციალური განცხადებით ეხმაურება. უწყება ამ ინფორმაციას მიზანმიმართული  დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ციტატა: “ოთხი, ახალი მატარებელი, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა”-აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში