საგამოძიებო სამსახურმა მებაჟე დააკავა

29 ნოემბერი 2017, 00:00 2681 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით,  ერთ-ერთი მოქალაქე  საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.

ამავე კატეგორიაში