''დაინახე, განაცხადე, შეაჩერე'' - კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

29 ნოემბერი 2017, 00:00 2562 ნახვა

“დაინახე, განაცხადე, შეაჩერე.” ამ სლოგანით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროკურატურა ღონისძიებებს აგრძელებს. კვირეულის ფარგლებში დღეს ბათუმის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლში საინფორმაციო კამპანია გამართეს.

მოქალაქეებს დანაშაულის შედეგად დაზარებულთა უფლებები გააცნეს და ბუკლეტები, ასევე სამაჯურები დაურიგეს. ასევე განუმარტეს კანონით გარანტირებული უფლებები, რომლითაც ძალადობის მსხვეპლს შეუძლია ისარგებლოს.

ამავე კატეგორიაში