ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა გაწეულ საქმიანობას აჯამებს

23 დეკემბერი 2017, 00:00 1723 ნახვა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.

სკოლის დირექტორმა აუდიტორიას სამომავლო გეგმებიც გააცნო და იმ ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეთა პროფესიულ გადამზადებასა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში