წინასაახალწლოდ უჩვეულოდ თბილი დღეები გველოდება

26 დეკემბერი 2017, 00:00 4252 ნახვა

ბათუმში წინასაახალწლოდ ტემპერატურა 21 გრადუსამდე გათბება. ხვალიდან შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები გავრცელდება და დასავლეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში 21 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. პერიოდულად მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება. 

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება +17 გრადუსამდე. 

ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდები 4 დღე გაგრძელდება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში