პრემიერ-მინისტრის მილოცვა

04 იანვარი 2018, 00:00 2734 ნახვა

„ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს“-პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს. „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.

მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით, აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. “ აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.

ამავე კატეგორიაში