მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შერყევა - საბურავის გახეთქვის შედეგად კაცი დაშავდა

27 თებერვალი 2018, 00:00 3177 ნახვა

ფოტო: არქივი

მრავლობითი მოტეხილობები, სხეულის დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა - ახალგაზრდა მამაკაცმა ეს დაზიანებები საბურავის გახეთქვის შედეგად მიიღო.  ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დაუდასტურა. 

შემთხვევა ხელვაჩაურში, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში მოხდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკა ‘’მედინაში’’ გადაიყვანა.

ანალოგიური შემთხვევა გასული წყლის ოქტომბერშიც მოხდა, მაშინ, ინციდენტის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შსს კი საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას  ითვალისწინებს

 

 

ამავე კატეგორიაში