1 წლის განმავლობაში საქართველოში 250 000 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა

03 აპრილი 2018, 00:00 1933 ნახვა

სამოგზაურო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს მოუწოდებს, ბიომეტრიული პასპორტებით ისარგებლონ. მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

სააგენტო მოქალაქეებს ასევე სთავაზობს აპლიკაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოგზაურობის ვადების შესახებ ინფორმაციის მიღება. მსურველებს ბიომეტრიული პასპორტის დაზღვევაც შეუძლიათ.

უვიზო მიმოსლის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს 170 ათასზე მეტმა მოქალაქემ იმოგზაურა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში