ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

03 აპრილი 2018, 00:00 1792 ნახვა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც როგორც ჩანს გაცილებით მეტ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს, ვიდრე აქამდე გადადგმულა და ვიდრე არსებული რეგულაციებია – სიჩქარის გადაჭარბება და ავარიებს შეწირული ადამიანების სიცოცხლე – აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

წამყვან უწყებად ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო სახელდება, რომელსაც ეფექტიანი მონიტორინგისთვის, მთავარი აუდიტორების შეფასებით არ აქვს სათანადო და საჭირო მანდატი.

გამოვლინდა ე.წ. შავი წერტილები – ასეთი ბათუმში ბაგრატიონის, ჭავჭავაძის, რუსთაველის ქუჩები და აეროპორტის გზატკეცილია. ქალაქის მერიაში გამოსავალს ამ ეტაპზე სიჩქარის კონტროლსა და შესაბამისად დამრღვევების დაჯარიმებაში ხედავენ.

აღსანიშნავია რომ იქ სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავარიები ამ ეტაპზე ე.წ. ჭკვიანი კამერები არაა დამონტაჟებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში