მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

10 მაისი 2018, 00:00 2354 ნახვა

ფოტო:Nina Yorke Photography

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

ინფორმაცია მთავრობის  სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკური გუნდის წევრებს უკვე ესაუბრა. 

''ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, როლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები - უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით. პრაქტიკულად, მთელი დღე გუშინ მათთან ერთად გავატარე და ახლა, მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად, ეკონომიკურ ბლოკთან. მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების,“- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, სახელწიფოსგან ყოველთვიურად 224 ლარს იღებენ. 

 

ამავე კატეგორიაში