ბერა ივანიშვილის LEGALIZE - აქციაზე ფიქრობენ, რომ ''გადაწყვეტილება მიღებულია''

14 მაისი 2018, 00:00 1764 ნახვა

ბერა ივანიშვილმა დღეს ახალი კლიპი გამოაქვეყნა. კლიპს პარლამენტის შენობასთან შეკრებილები გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ერთგვარი მესიჯია და მარიხუანას ლეგალიზებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.

''დაახლოებით საათნახევრის წინ ბერა ივანიშვილმა დადო ტრეკი, რომელსაც ქვია LEGALIZE. ყველამ ვინც ვიცით ამ ქვეყანაში, რა როგორ იმართება, ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება. ალბათ მალე მარიხუანას ლეგალიზება მოხდება'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

''თითქოს კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ ბრძოლა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. მაგრამ საშინელებაა ის განცდა, რაც ახლავს ამ ყველაფერს. ვნახეთ პრემიერის გამოსვლა, არ იგრძნობა, რომ ის პასუხისმგებლობას განიცდის დღევანდელ მოვლენებზე. რა არ იცოდნენ, რომ ''ბასიანში'' შესვლა ამას გამოიწვევდა. ეხუმრებოდნენ მაგ ამბავს'' - ამბობს ორგანიზაცია ''ორი ივლისის'' წარმომადგენელი.

ისინი, მარიხუანას ლეგალიზებას წლების წინ ითხოვდნენ. 

ამავე კატეგორიაში