უმართავი მაღალი ტემპერატურა, ხშირი ღებინება, გულყრა, მოდუნება, თავის ტკივილი, დიარეა – იმ შემთხევვაში თუ თქვენ პატარებს მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სპეციალისტების თქმით, ნაწლავური ინფექციები პიკს ივლისის ბოლოს მიაღწევს. მართალია სტატისტიკა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, თუმცა კლინიკებში მიმართვიანობამ უკვე იმატა.