''ლეოგრანდის'' საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი 15 საათზე განახლდება

11 ივლისი 2018, 00:00 1619 ნახვა

ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი 15 საათზე განახლდება. გრძელდება ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი  მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. დაიკითხებიან მოწმეები. გამოძიება სასტუმრო “ლეოგრანდის” ორ თანამშრომლს გიორგი მიქელქაძეს და ფათიჰ იავუზს სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღევას ედავება, რომლის დაცვაც გამოძიების თქმით, ბრალდებულებს ევალებოდათ.

ყოფილ ლეოგრანდს და ამჟამინდელ სასტუმრო ,,ველმონდს”, ფუნქციონირების უფლება აღარ აქვს. ამ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით  სასამართლოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმართა. სპეციალისტების განმარტებით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა და  უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ირკვევა, რომ სასტუმროს ხელმეორედ გახნის შემდეგ მათ  43 რეკომენდაცია მიეცათ, რომელთა მხოლოდ ნაწილია შესრულებული. სასტურმოს ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

ამავე კატეგორიაში