ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს

23 ივლისი 2018, 00:00 1435 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს. კითხვები შეეხება  გამოძიების მიმდინარეობას. ასევე კითხვები იქნება შესაბამის სათანადო თუ არასათანადო საგამოძიებო მოქმედებებზე და ამ ყველაფერში პროკურატურის როლზე. პირების გამოკითხვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოამზადებს. 

ამავე კატეგორიაში