შეზღუდვები პარკირებასა და ავტომობილების გადაადგილებაზე

01 სექტემბერი 2018, 00:00 1631 ნახვა

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. დილით ავტომობილების მოძრაობა აკრძალული იყო მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველასა და ზ. გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

საღამომდე გადაადგილება იკრძალება ზ. გამსახურდიას, ხულოს, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში კონკრეტულად გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე.  19:00 საათამდე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ასევე, ქუთაისის ქუჩაზე, კოსტავასა და ჟორდანიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

ამავე კატეგორიაში