საპატრიარქო მარიხუანის წარმოების საკითხზე მსჯელობს

12 სექტემბერი 2018, 00:00 1853 ნახვა

დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა, - პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს. მეუფე შიო მუჯირის თქმით,  მარიხუანას წარმოება დიდი შეცდომაა. როგორც ამბობს, ეს ბიუჯეტზე ფიქრია და არა  ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ მარიხუანის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იმავეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა და გადაწყვეტილების მიღებისას ხალხის ნებაც უნდა იქნას გათვალისწინებული. მარიხუანის წარმოების საკითხზე საპატრიაქროს წევრები დილიდან კონფერენციაზე მსჯელობენ.

ამავე კატეგორიაში