შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან

13 სექტემბერი 2018, 00:00 1972 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი იმყოფება. ტომას გრემინგერს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. მხარეებმა  ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობაზე.

შეხვედრა უკვე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.  საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.   ასევე განიხილეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე.

ამავე კატეგორიაში