ქართული ენის შემსწავლელი კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის

25 სექტემბერი 2018, 00:00 1612 ნახვა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეთნიკური უმცირესობის რეკრუტებისთვის  ქართული ენის შესწავლის პროგრამა დაიწყო.  სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ეროვნული უმცირესობის 82 აზერბაიჯანელი და 41 სომეხია ჩართული.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო ენის საფუძვლებს შეისწავლიან და  ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს, ოფიციალური წერილებისა და დოკუმენტების შედგენას შეძლებენ.

ამავე კატეგორიაში