შსს ბათუმში ბავშვის გასხვისების ფაქტს არ ადასტურებს

20 ოქტომბერი 2018, 00:00 1940 ნახვა

ბათუმში ახალშობილის შესაძლო  გასხვისების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელზეც  კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის  ხელმძღვანელი აცხადებს,  ახალშობილის დედა დაიკითხა და დაადასტურა, რომ ის  სოციალური სამსახურის  მინდობით აღზრდის პროგრამაშია ჩართული. შესაძლო დანაშაულთან  დაკავშირებით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის  საინფორმაციო ცენტრის „ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა. მერაბ ღოღობერიძე ირწმუნება, რომ  ბათუმში დედამ ახალშობილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გაასხვისა.

განმარტავს, რომ ფაქტის გადასამოწმებლად მისამართზე მისულს მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა. რის შემდეგ მან პოლიცია გამოიძახა. მერაბ ღოღობერიძე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გუშინ მთავარ სამმართველოში გამოიკითხა. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია მეორე შემთხვევის შესახებაც, თუმცა ჯერ მოკვლევის ეტაპზეა. იგი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში