ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცები გაიხსენეს

03 ნოემბერი 2018, 00:00 1367 ნახვა

პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცები გაიხსენეს დღეს ბათუმში. ფერიის საფლავზე დაკრძალული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებმა მიაგეს.

ბრიტანულ და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობით, უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის, მოწესრიგებისა და მემორიალების მოწყობის პროცესი.  ფერიის სასაფლაოზე დაკრძალული 69 ბრიტანელი ჯარისკაცი 2013 წლიდანაა იდენტიფიცირებული. ჯარისკაცები  ბათუმში 1918-20 წლებში იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში