ქართული დიპლომატიის დღე- მილოცვები

03 ნოემბერი 2018, 00:00 1749 ნახვა

დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება.  თარიღი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და  ცნობილი  ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის  სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი: „ეს განსაკუთრებული თარიღია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და უშუალოდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. სწორედ აქტიური საგარეო პოლიტიკით უნდა შეიქმნას საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საერთაშორისო მექანიზმები.-წერს გიორგი მარგველაშვილი.

„სწორედ ქართული დიპლომატიის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად მიიკვლევს გზას თანამედროვე - ერთი მხრივ, გამოწვევებითა და, მეორე მხრივ, შესაძლებლობებით სავსე მსოფლიოში.“-ასე ულოცავს პროფესიულ დღეს დიპლომატებს მთავრობის თავმჯდომარე. მამუკა ბახტაძის თქმით საგარეო უწყების თითოეულ წარმომადგენელს, უდიდესი მისია აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვის პროცესში.„ქართული დიპლომატია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და განვითარების ავანგარდში“-ასე ულოცავს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატებს პროფესიულ დღეს. მილოცვის წერილში დავით ზალკალიანი ქართული დიპლომატიის მიღწევებზე და გამოწვევაზე საუბრობს.

„1918-1921 წწ-ში სულ რაღაც 40-მდე დიპლომატით, იღწვოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად!ჩვენ იგივე გზა განვვლეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ - 90-იან წლებში. დღეს ქართულ დიპლომატიას შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს, დღეს ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარებით და მიღწეული პროგრესით თანამედროვე დემოკრატიული ევროპული სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია.-წერს დავით ზალკალიანი.

ამავე კატეგორიაში