საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები

04 ნოემბერი 2018, 00:00 1352 ნახვა

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის  შედეგად აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და ბოლო მონაცემებით ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა  აღრიცხვაზე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში