შემოტანილ მარილში ტყვიის შემცველობა არ მოწმდება

13 ნოემბერი 2018, 00:00 3173 ნახვა

როგორი მარილი შემოდის და იყიდება საქართვეოლოში, მარტივად რომ გითხრათ ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველი. მთავრობის 2016 წლის დადგენილებით, საქართველოში აიკრძალა მთავარი ნივთიერების ორთქლოროვანი ნახშირბადის შემოტანა, რომლის მეშვეობითაც მარილი ტყვიის შემცველობაზე მოწმდებოდა.. სპეციალისტების განმარტებით ეს ნივთიერება საშიშია და ის აკრძალულია ევროპაშიც, თუმცა მთავრობას ალტერნატივაზე თუ რომელი ნივთიერება შემოეტანა ბაზარზე იმისთვის რომ პრობლემა მოეხსნა არ უფიქრია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში გასაყიდი მარილი იოდიზირებულია.

ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია ირანული მარილი, რომელიც ცოტა უფრო იაფი ღირს,  ამიტომ აუცილებლად დახედეთ ეტიკეტს ყიდვისას. როგორც იცით ტყვია ილექება ადამიანის ორგანიზმში, მარტივად არ გამოიდევნება და მისი სამიზნე ნერვული სისტემაა. აქვე შეგახსნებთ, UNICEF-ის კვლევა   სექტემბერში დაიწყო რომელმაც უნდა დაადგინოს   რამდენად ხშირია ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გადაჭარბებული დოზით. კვლევის, შედეგებით აპირებს მთავრობა დაგეგმოს ღონისძიებები. შედეგები კი სავარაუდოდ მომავალ წელს გასაჯაროვდება. სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის წყარო ჭურჭელი, ხორცი, რძე, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, მტვერი, ასევე  სათამაშოები და ბიჟუტერია,.

ამავე კატეგორიაში