სუს-ის განცხადება დაკავებულ თანამშრომელზე

18 ნოემბერი 2018, 00:00 1484 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების მიერ დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. „გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.“

უწყების ცნობით ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და ადვოკატი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამავე კატეგორიაში