''ჩემის აზრით და 99 %-იანი ალბათობით ნარკოტიკი ჭეიშვილის ავტომანქანითაა გადმოტანილი...'' - წერს მედეა ვასაძე

20 ნოემბერი 2018, 00:00 2377 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დღეს, 20 ნოემბერს გადაწყვეტილება დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის სარჩელზე გამოაცხადა, სადაც "ქართული ოცნების" წევრი ყოფილ კოლეგებს მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და სთხოვდა უარყოფას ფრაზების: "ჭეიშვილი დაეხმარა კ, კ -ს საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანაში” და ”ნარკოტიკი საზღვარზე გადმოვიდა ჭეიშვილის ავტომანქანით”.

სასამართლომ მედეა ვასაძის ნაწილში ირაკლი ჭეიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ყოფილ დეპუტატს ერთი ლარის გადახდაც დაავალა ჭეიშვილის სასარგებლოდ. ამასთან, მასმედიის საშუალებით, მედეა ვსაძემ უნდა უარყოს ფრაზა ამ ფორმულირებით. 

თუმცა ამავე სარჩელში მურმან დუმბაძის განცხადების უარყოფის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

მედია ვასაძე და მურმან დუმბაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ დასწრებიან, თუმცა მოსამართლის განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვასაძე: 

"გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელე ჭეიშვილის მოთხოვნა, კერძოდ, დამეველა ჩემი შემდეგი განცხადების უარყოფა”ჭეიშვილი დაეხმარა კ, კ -ს საზღვარზე ნარკოტიკის გადმოტანაში” ამასთან დამეკისრა ერთი ლარის გადახდა, ხოლო არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მურმან დუმბაძის შემდეგი განცხადების უარყოფის ნაწილში” ნარკოტიკი საზღვარზე გადმოვიდა ჭეიშვილის ავტომანქანით” .მაშასადამე,უარყოფილი ვერ იქნა ჭეიშვილის ავტომანქანაში ნარკოტიკის არსებობის ფაქტი , თუმც , მოსამართლემ მიიჩნია , რომ დუმბაძის განცხადების სამიზნე იყო ავტომანქანა და არა შიგ მჯდომი ჭეიშვილი და იქვე, საზღვრის მიმდებარედ დაკავებული და მსჯავრდებული მისი მეგობარი კ.კ. .ამდროისთვის,ვაზუსტებ ჩემს ნათქვამს -ჩემის აზრით და. 99 %-იანი ალბათობით ნარკოტიკი ჭეიშვილის ავტომანქანითაა გადმოტანილი...
თუ რა შუაშია ამ ყველაფერში ჭეიშვილი-საზოგადოებამ განსაჯოს
..." - წერს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ სადაო ფრაზები 2015 წლის 18 ივნისს თქვეს. ჭეიშვილმა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ვასაძესა და დუმბაძეს სასამართლოში იმავე წელს უჩივლა. 

ამავე კატეგორიაში