პრემიერი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით“

20 ნოემბერი 2018, 00:00 1474 ნახვა

მამუკა ბახტაძის თქმით,  2012 წლიდან  „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. პრემიერ-მინისტრმა განცხადება არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ გააკეთა, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ  ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს. პრემიერის თქმით, ყველა არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც მოწმობს.ასევე აღნიშნა, რომ თუ მართლა ჰქონდა ადგილი დარღვევებს შესაბამისი ორგანოები მოახდენენ ოპერატიულ რეაგირებას.პრემიერის თქმით, ყველა ნახავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ტარდება.

ამავე კატეგორიაში