შეხვედრა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

20 ნოემბერი 2018, 00:00 1268 ნახვა

წინასაარჩევნო გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები - ეს თემები საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან განიხილა. როს უილსონთან პრეზიდენტმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე

. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან კი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

ამავე კატეგორიაში