ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში 28 ნოემბერს, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

01 დეკემბერი 2018, 00:00 1926 ნახვა

ჩაქვში სოფელ ჩაისუბანში 28 ნოემბერს, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დაკავებული ამავე სოფლის მკვიდრი 37 წლის ჯუმბერ აბაშიძეა. მოსამართლის განმარტებით დაკავებულს საქართველოს კანონმდებლობა წარსულში არსებული უთანხმოების საფუძველზე შურისძიების მიზნით ჩადენილ მკვლელობას ედავება.

პროკურატურამ დანაშაულის სიმძიმის გამო აღკვეთი ღონისძიების სახით მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. მიმალვის საფრთხედ დანაშაულის ჩადენის დღეს მის მიერ საქართველოს საზღვრების გადაკვეთის ფაქტი დასახელდა. ასევე ბრალდებულს აქვს საფრანგეთის დროებითი მცხოვრების სტატუსი, მას ჰყავს მეუღლე საფრანგეთში რაც პროკურატურის ვარაუდით მიმალვის საფრთხეს ზრდის. ჯუმბერ აბაშიძე წვრილმან ხულიგნობასა და ცივი იარაღის ტარების გამო ნასამართლევია  საფრანგეთში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში