ბათუმის ბულვარი საშობაო ბაზრობას აწყობს

24 დეკემბერი 2018, 00:00 3489 ნახვა

ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა გაიმართება. ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 დეკემბერს ზღვისპირა პარკის ცენტრალურ ნაწილში, (კოლონადების მიმდებარედ) დისნეის ზღაპრული სამყარო გაცოცხლდება. 

ბავშვები, სპეციალურად მოწყობილი ჯადოსნური თაღის გავლით, ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ, რომელიც ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა დეკორაციებით იქნება გაფორმებული. 

ბულვარში მისულ პატარებს ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები გაამხიარულებენ. ბავშვები ასევე შეხვდებიან „ნამდვილ“ სანტას, რომელიც მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

ზღვისპირა პარკში საშობაო ქოხებშიც გაიხსნება, სადაც ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფრომაციით, დაგეგმილია პოპულარული იტალიელი მომღერლის ინგრიდის კონცერტიც. გრანდიოზული შოუ 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

 

ამავე კატეგორიაში