მუნიციპალური აუდიტის დასკვნა და შედეგები - რა ხდება თვითმმართველობებში?

26 თებერვალი 2019, 00:00 1594 ნახვა

რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა ხვალისთვის ხელვაჩაურის საკრებულოში - თავმჯდომარე აქამდე არ აპირებდა, თუმცა ახლა გადაწყდა, რომ დეპუტატები აუდიტის ბოლო დასკვნას სხდომის ფორმატში განიხილავენ. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან ვიცე-მერი გადადგა. ადგილობრივ მთავრობაში მაკონტროლებლის მიერ აღმოჩენილ ხარვეზებს არ უკავშირებენ ზვიად ხალვაშის გადადგომას, იგი კომენტარს არ აკეთებს.

ცოტა ხნის წინ  მერებს შეხვდა მთავრობის თავმჯდომარე - ამის შესახებ ინფორმაციას თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, თუმცა  უცნობია კონკრეტულად რა დავალებები გასცა მთავრობის თავმჯდომარემ. ხულოსა და ხელვაჩაურში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, ახლა ქედის არჩეული მერი ამბობს, რომ იქ წავა, სადაც გუნდი გადაწყვეტს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში