ხულოს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს თებერვლის ხელფასები ამ დღემდე არ მიუღიათ

27 თებერვალი 2019, 00:00 1582 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს თებერვლის ხელფასები ამ დღემდე  არ მიუღიათ. ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით ანაზღაურების გარეშეა 10 აიპის, 1 სსიპის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და  საკრებულოს დაახლოებით 980 თანამშრომელი. ამასთან ირაკლი ჯორბენაძის თქმით,  საბავშვო ბაღებში პროდუქტს ვერ ყიდულობენ.   მისივე თქმით ადგილობრივი ხელისუფლება  ხელფასების დავალიანების გასასტუმრებლად  კომერციული ბანკიდან მილიონ ნახევრიან კრედიტის აღებას აპირებს,რომელიც შემდგომ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით უნდა დაიფაროს.

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი  ადასტურებს, რომ დასაქმებულებზე ხელფასების გაცემა დაგვიანდა.  მისი განმარტებით ბიუჯეტში ხარვეზები დაფინანსების წესის შეცვლამ განაპირობა და  დღგ -გან შემოსულმა თანხამ ვერ უზრუნველყო  ყველა საჭიროების უზრუნველყოფა. მერის მოვალეობის  შემსრულებელი არ ადასტურებს სესხის აღებას. მისი განმარტებით მილიონ ნახევარი ლარი ცენტრალური ტრანსფერიდან მიიღო  თებერვლის თვეში. ოპოზიციონერ დეპუტატს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას თხოვს ბრალდებების დასაზუსტებლად.

ამავე კატეგორიაში