რუსეთი 12-21 აპრილს 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს

27 თებერვალი 2019, 00:00 1189 ნახვა

რუსეთი 12-21 აპრილს 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.შეჯიბრება ქალაქ კალინინგრადში ჩატარდება.  ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული საქართველოა და "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტიტულის დაცვა რუსეთში მოუწევთ. საქართველომ გასულ წელს ფინალში საფრანგეთი დაამარცხა ანგარიშით 8-3.

ექვსი ერის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთმა ეს ტურნირი დატოვა და საქართველო ახლა მთავარი ფავორიტია.რუსებმა ამ ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყეს და 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში გააგზავნეს.  ცნობისთვის რუსული რაგბის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ რუბლით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში