კარასინის გაფრთხილება - შეფასებები

28 თებერვალი 2019, 00:00 1556 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველო მოულოდნელი უსიამოვნებების შესახებ გააფრთხილა. განცხადება პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა. „თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს“ - ამბობს, კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუში. უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ შეხვედრაზე არაფერი თქმულა - ამბობს პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ოპოზიციის შეფასებით, კი რუსეთის პირველი პირების მუქარისშემცველი ტონი უცხო არ არის. ისინი რუსი დიპლომატის ამგვარ განცხადებას საქართველოს მთავრობის პასიური საგარეო პოლიტიკის შედეგს უწოდებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ღიად არის გაცხადებული. “ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მუქარის არსი სწორედ ნატოზე გაკეთებულ არჩევანს უკავშირდება.  

ამავე კატეგორიაში