ქალთა ბრძოლის დღე გაზაფხულის დღესასწაულს ემსგავსება - ''აყვავილებული'' ბათუმი

08 მარტი 2019, 00:00 3253 ნახვა

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს,  1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.

თანამედროვე მსოფლიოში 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის ჭრილში განიხილავენ და მასობრივად, სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ. 

8 მარტი საბჭოთა კავშირის დროსაც მასშტაბურად აღინიშნებოდა. 1965 წელს ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ გამოცხადდა - „საბჭოთა ქალთა უდიდესი დამსახურების გამო კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვისას ფრონტსა და ზურგში, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“.

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, თანამედროვე მსოფლიოს იდეებისგან განსხვავებით, ეს დღე მასობრივად უფლებებისთვის ბრძოლად არ აღიქმება. სახალხო დღესასწაულად ქცეულ თარიღი არავის ავიწყდება და მასობრივად ქალებს ყვავილებს ჩუქნიან, თუმცა იშვიათად საუბრობენ პრობლემებზე და მათ უფლებებზე. 

ბათუმშიც მასობრივად იყიდება ყვავილები და ბრძოლის დღე გაზაფხულის დღესასწაულს ემსგავსება.

სტაჟიორი ანა ახალაძე

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი