ბათუმში ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა

16 აპრილი 2019, 00:00 9013 ნახვა

ბათუმში, აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში კი ამბობენ, რომ შეტყობინება არ შესულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში