ტყვიის  შემცველობაზე  მოსახლეობის  დროული ინფორმირების მოთხოვნა  

20 აპრილი 2019, 00:00 1021 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ნიმუშებიდან ოცდასამში დარღვევა გამოვლინდა, აქედან რვა სუნელ - სანელებლებში. სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ხელისუფლებისგან მავნე სურსათთან დაკავშირებით მოსახლეობის დროული ინფორმირება   მოითხოვეს. 

სააგენტოს 2016 წლის ანგარიშით ირკვევა, რომ ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის ნიმუშების მეხუთედი, ტყვიით იყო დაბინძურებული.  გადაცემაში "ბუნების კანონი", ტყვიის ანგარიშის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ცნობის სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთვა, მოსახლეობის დროულ ინფორმირებად ვერ ჩაითვლება.

ამავე კატეგორიაში