"სხდომა შემაწყვეტინეს, წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს"- სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:06 2154 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა.

მისი განმარტებით პარლამენტის შენობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობაში ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები შემოიჭრნენ. "ამ დროს შესვენება იყო.ადგილობრივმა რადიკალებმა დამიწყეს  ძებნა,  შემასხეს წყალი და დოკუმენტების წართმევა სცადეს. როგორც მე გავიგე ესენი სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. რუსმა პარლამენტარებმა დაცვის ქვეშ დატოვეს საქართველოს პარლამენტის შენობა"-განუცხადა  "რია ნოვოსტის" ჟურნალისტს რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა.

გავრილოვის თქმით - რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში